ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ აირჩიეს

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ ირაკლი ალასანია აირჩიეს. როგორც პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარის პოსტზე მისი წარდგენისას დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განაცხადა , ალასანია არის ის ადამიანი, რომელიც არასდროს გარბის ბრძოლის ველიდან და ყოველთვის იქაა, სადაც საქართველოს უჭირს.

"ორი წლის წინ პარტიის თავმჯდომარედ მისი წარდგენისას, ლევან მიქელაძემ განაცხადა, რომ იგი არ არის ლაჩარი და არასდროს გარბის ბრძოლის ველიდან. დიახ, ის არასდროს გარბის ბრძლიის ველიდან და ყოველთვის არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ, რომელმაც განმარტა, რომ ირაკლი ალასანია პირველად მხოლოდ მაშინ გადავიდა ოპოზიციაში, როცა დარწმუნდა, რომ სახელმწიფო დაადგა ავტორიტარიზმის გზას.

გოგუაძის შეფასებით, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც ალასანიას მთავარი საზრუნავი იყო ქართული სახელმწიფო.

"მაგრამ, მე ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ის, რომ პირადი წყენა მარტოს გადააქვს, მაგრამ არასდროს შეეგუება სხვის უსამართლობას. იმას, რომ უდანაშაულო ადამიანებს ციხეში სვამენ", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.