გადამწყვეტ გოლს ჩვენი მთავარი მტრის კარში

გადამწყვეტ გოლს ჩვენი მთავარი მტრის კარში "თავისუფალი დემოკრატები" გავიტანთ

დღეს ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია ვიწვევთ ხელისუფლებას პაექრობაში, რომლის ბოლო კეთილია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ფილარმონიაში მიმდინარე ყრილობაზე განაცხადა.

მისი განმატებით, "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას ჰპირდება, რომ თავად თამაშის წესებს დაიცავს და იგივეს მოითხოვს მისგანაც.

"დღეს ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია ვიწვევთ ხელისუფლებას, ვიწვევთ პაექრობაში, რომლის ბოლო კეთილია – ძვირფასო ხელისუფლებავ, მოედანი თქვენია. სავარაუდოდ, მთავარი მსაჯიც, მაგრამ ბურთი მრგვალია, გპირდებით, რომ ჩვენ დავიცავთ თამაშის წესებს და იმავეს მოვითხოვთ თქვენგან", - მიმართა პეტრიაშვილმა ხელისუფლებას.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ერთადერთი, რასაც "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას არ პირდება არის ის, რომ "პენალტს ნახევარი ძალით არ დაარტყამენ".

"ერთადერთი, რასაც ვერ გპირდებით არის ის, რასაც დოდო აბაშიძე ამბობს "პირველ მერცხალში" – ნახევარი ძალით დავარტყამ პენალტსო. ჩვენ ამას ნამდვილად ვერ შეგპირდებით. ასევე გპირდებით, რომ გადამწყვეტ გოლს ჩვენი მთავარი მტრის კარში ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" გავიტანთ. საგოლე მომენტის ავტორები ამ დარბაზში სხედან", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.