ჩვენ მკაფიო პასუხი უნდა გავცეთ ყველა შესაძლო სპეკულაციებს

ჩვენ მკაფიო პასუხი უნდა გავცეთ ყველა შესაძლო სპეკულაციებს

ჩვენ ვრჩებით პარტნიორები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყარა, - განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება ”თავისუფალი დემოკრატების”, ”რესპუბლიკური პარტიის” , კოალიციისა და პარტია ”ქართული ოცნების” ცხოვრება და პარლამენტში ჩვენი უერთიერთობა. ამასთანავე, ჩვენ მკაფიო პასუხი უნდა გავცეთ ყველა შესაძლო სპეკულაციებს. როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ჩვენ ვრჩებით პარტნიორები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყარა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოალიციის ყოფილ წევრებს წარმატებები და ამომრჩევლებისათვის დაპირებების შესრულება უსურვა.

”თქვენი დღევანდელი ყრილობით იღებთ ახალ კურსს და ამაზე თქვენ ისაუბრებთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, ყველა პოლიტიკურ პარტიამ უნდა იკისროს საკუთარი პასუხისმგებლობა და საკუთარი არჩევანით გაუძღვეს ამომრჩეველს. დარწმუნებული ვარ, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ეს იქნება მომავალ არჩევნებზე, პარტნიორულ თუ კონკურენტულ რეჟიმშე, დღეს ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენი ღირებულებები არის მგსავსი და ეს ყველაფერი იქნება სათავე იმისა, რომ ჩვენ მოვახერხებთ პროდუქტიურ თანამშრომლობას. გისურვებთ შეგესრულობინოთ ის დანაპირები, რასაც ელის თქვენი ამომრჩეველი თქვეგან”, - განაცხადა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.