იმედი მაქვს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობას გავაგრძელებ

იმედი მაქვს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობას გავაგრძელებ

იმედი მაქვს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობას გავაგრძელებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ განუცხადა , რომელმაც გუშინ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა.

როგორც შავგულიძემ განმარტა, პარლამენტში სტატუსს არ განსაზღვრავს ის, თუ რომელ პარტიას წარმოადგენს დეპუტატი.

"პარლამენტში სტატუსზე ავტომატურ რეჟიმში არ ახდენს გავლენას ის, თუ რომელი პარტიის წევრი ხარ. ეს სხვა პროცედურებით წყდება. მე იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებ მუშაობას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, თუმცა ეს არ არის იდეაფიქსი და თუ საჭირო გახდება, მზად ვარ, დამატებითი ფუნქციის გარეშე, პარლამენტის წევრად გავაგრძელო საქმიანობა", - აღნიშნა შავგულიძემ.