დავით ბეჟუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებაზე უარს ამბობს

დავით ბეჟუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებაზე უარს ამბობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გამიჯნული მაჟორიტარებიდან "ქართული ოცნების" უმრავლესობაში ერთიანდება ყველა, გარდა დეპუტატ დავით ბეჟუაშვილისა.

"ნაციონალური მოძრაობიდან" გასულმა მაჟორიტარებმა ახალი ფრაქცია სახელწოდებით "დამოუკიდებელი მაჟორიტარები-ძლიერი რეგიონებისათვის" უკვე შექმნეს. მათ გოჩა ენუქიძე უხელმძღვამელებს. ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, ანზორ ბოლქვაძე, იაშა შერვაშიძე, გოჩა ენუქიძე, გიორგი ფეიქრიშვილი.

როგორც მისაბიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფრაქციაში არ იქნება დავით ბეჟუაშვილი და შესაბამისად ის "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული ერთადერთი მაჟორიტარია, რომელიც სარპალამენტო უმრავლესობაში არ იქნება.

ამასთან, როგორც ცნობილია, უმრავლესობაში შედის "უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტართა " ექვსკაციანი ფრაქციაც. აღნიშნული ფრაქციაც "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ მაჟორიტარ დეპუტატებს აერთიანებს.