„დარწმუნებული ვარ, თქვენი საქმიანობა ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ იქნება მიმართული“

„დარწმუნებული ვარ, თქვენი საქმიანობა ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ იქნება მიმართული“

ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილა „თავისუფალ დემოკრატებს“ ფილარმონიაში მიმდინარე ყრილობაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „თავისუფალ დემოკრატებთან“ „რესპუბლიკურ პარტიას“ 5-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

„მგონია, რომ ხუთიოდე დღის წინ იყო, როდესაც ერთმანეთს შევხვდით და ლიბერალური შეხედულებებით გავერთიანდით. მოხარული ვარ, რომ 5 წლის განმავლობაში ვერთიანდებოდით სხვადასხვა ალიანსში. ამ ხნის განმავლობაში ერთად მოვახერხეთ წინსვლა და შევძელით პრობლემების მოგვარება. ჩვენ ერთად დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და სათავე დავუდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციულ წინსვლას. ამისთვის მადლობას გიხდით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგოც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკმაოდ წარმატებული იყო მათი თანამშრომლობა კოალიციის ფარგლებში. მას ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში არასასურველი პროცესები ხდება, თუმცა ყველამ ერთად უნდა მოახერხოს ამ პროცესების სწორად გადალახვა.

„იმედი მაქვს, რომ მალე მსოფლიო დარწმუნდება, რომ რა არჩევანიც გააკეთეთ, ეს არის ქვეყნის სასარგებლოდ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მათი თანამშრომლობა პარლამენტში, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.