აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავეს

აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ძმას ლევან ბობოხიძეს თავისუფლების 3 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯეს.

დეპუტატ ბობიხიძის თქმით, მისი ძმის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ იკადრა და მოიყვანა ისეთი მოწმეები, რომლებიც მათთვის სასარგებლო ჩვენებებს აძლვდნენ. ჩემი ძმა, ასევე ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე, დღეს სასამართლომ დამნაშავეებად სცნო“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ საქმე 10 თებერვალს აღძრა. მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯიბუხაიას და მის მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ლევან ბობოხიძეს პირობითი სასჯელი მისცეს.

გამოძიება მათ სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტებას და სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებოდა.