„თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არის მიწვეული

„თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არის მიწვეული

ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, დაესწრება თუ არა ფილარმონიაში „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობას გიორგი მარგველაშვილი.

დღის წესრიგის მიხედვით, მისი გამოსვლა 15:18-დან 15:23-საათამდეა დაგეგმილი. რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა დეტალებს, მისასალმებელი სიტყვის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოვა. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გამოსვლა. გარდა ამისა, ყრილობაზე ვიდეო მიმართვას „ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ პრეზიდენტი გრაჰამ უოტსონი გააკეთებს.

დღევანდელ ყრილობაზე პარტიის ახალ ლიდერს აირჩევენ და წინასწარ ცნობილია, რომ ეს ირაკლი ალასანია იქნება. ასევე, მოხდება გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა.

შემაჯამებელი სიტყვით ირაკლი ალასანია გამოვა, რის შემდეგაც, 16:30 საათზე ყრილობა დაიხურება.