"როგორ ფიქრობთ, საიდუმლო შეხვედრა რომ ყოფილიყო, „თბილისი მარიოტში“ შედგებოდა?!“

როგორც ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ის შვეიცარიის ელჩს შეხვდა, რომელსაც მისი მეგობარი ალექსი პეტრიაშვილიც ესწრებოდა.

"მე მქონდა შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით. შემხვდა ჩემი მეგობარი ალექსი პეტრიაშვილი და ვისაუბრეთ ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხებზე. საიდუმლო შეხვედრა რომ ყოფილიყო, „თბილისი მარიოტში“ შედგებოდა, როგორ ფიქრობთ?“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენეთ, რომ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ სასტუმრო „თბილისის მარიოტში“  ერთ მაგიდასთან სხვა პირებთან ერთად ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ისხდნენ.