"თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი მის მიერ ფრაქციის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიბრიყვესა და სისულელეს უწოდებს.
"ვინ მოიტანა ეს სიბრიყვე და სისულელე, რომელმა ადამიანმა გაავრცელა. ბოდიშს გიხდით, ამის ოსტატები, სამწუხაროდ, თქვენს რიგებში მრავლად მოგეპოვებათ. გადახედეთ ერთმანეთს, ვინ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია, შესაძლებელია მიხვდეთ კიდეც", - მიმართა გია ცაგარეიშვილმა პარლამენტში მყოფ ჟურნალისტებს.