გიორგი კვირიკაშვილი ალექსი პეტრიაშვილს ხვდება

გიორგი კვირიკაშვილი ალექსი პეტრიაშვილს ხვდება

ვიცე-პრემიერისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.

გარდა ამისა, დღესვე იმავე სასტუმროში დეპუტატი გედევან ფოფხაძე და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია შეხვდნენ. გედევნ ფოფხაძის მტკიცებით, ირაკლი ალასანიასთან პირად საკითხებზე ისაუბრა.

კითხვაზე - დატოვებს თუ არა გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას, დეპუტატი აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად არ უნდა ხდებოდეს.