პარლამენტში თემატური თანამშრომლობა იქნება, სერიოზულ საკითხებს ექნება უმრავლესობა, არასერიოზულ საკითხებს კი, ყოველთვის ჰქონდა პრობლემა და ახლა უფრო მეტი პრობლემა ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დეპუტატმა კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის სახუმარო საქმე.
"პირადად ჩემი აზრით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში კოალიციამ სერიოზული ზარალი და ზიანი ნახა იმით, რომ იგი დატოვა კვალიფიციურმა, ძალიან სერიოზულმა ჩვენმა პარტნიორმა პარტიამ. ეს არ არის სახუმარო საქმე. მე მიმაჩნია, რომ ეს არ იყო კარგი, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა, ახლა გასაგებია, რომ მოვლენების სიღრმეში მე ვერ შევალ", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.