ლაშა ფარცვანია და ნუგზარ სარია, რომლებიც ქალაქის საკრებულოში არიან წარმოდგენილი, არც პარტიის დატოვებას გეგმავენ.
ქალაქ ზუგდიდის 15-წევრიან საკრებულოში „თავისუფალ დემოკრატებს“ 2 წევრი ჰყავთ, რომლებსაც „კონსერვატორებთან“ ერთად ფრაქცია აქვთ შექმნილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი წევრები არც ამ ფრაქციის დაშლას გეგმავენ და აცხადებენ, რომ „ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას“.
„თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის ყრილობაში მონაწილეობასაც გეგმავენ.
„თავისუფალ დემოკრატებს“ ცალკე ფრაქცია აქვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც, სადაც დღეს 16:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარე განცხადების გაკეთებას გეგმავს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ადეიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა.