საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ალექსი პეტრიაშვილს თამარ ბერუჩაშვილი ჩაანაცვლებს.
როგორც პრემიერმა რუსთავში, გამწვანების აქციაში მონაწილეობის შემდგე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები და ორივე ვაკანტურ პოსტზე ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს.
"ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები და ორივე კანდიდატურას უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.