გელა სამხარაულმა და გია ჯაფარიძემ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების თაობაზე განცხადებები უკვე დაწერეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ფრაქციის შემადგენლობის ცვლილების თაობაზე ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
"ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე გაიმართება, სადაც უმრავლესობის დატოვების, ფრაქციის სახელწოდების ცვლილებისა და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილება. ფრაქციას "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" ნაცვლად "თავისუფალი დემოკრატები" დაერქმევა.
ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ხვალ 15:00 საათზე ფილარმონიაში პარტიის ყრილობა გაიმართება და მსურველებს ყრილობაზე დასწრებისკენ მოუწოდა.