„თავისუფალი დემოკრატების“ ოთხმა  წევრმა გურჯაანში უმრავლესობა დატოვა

„თავისუფალი დემოკრატების“ ოთხმა წევრმა გურჯაანში უმრავლესობა დატოვა

როგორც საკრებულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით ჭუნიაშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა პარტიის სოლიდარობის მიზნით მიიღეს.

ჭუნიაშვილის თქმით, ისინი საკრებულოში რჩებიან და მუშაობას ოპოზიციური კუთხით გააგრძელებენ.

ოფიციალურ განაცხადს „თავისუფალი დემოკრატები“ საკრებულოს აპარატს ორშაბათს წარუდგენენ.

გურჯაანის საკრებულოში 38 დეპუტატია, აქედან 25 უმრავლესობის წარმომადგენელია. როგორც საკრებულოს აპარატში აცხადებენ, „თავისუფალი დემოკრატების“ 4 დეპუტატის გასვლა, უმრავლესობას არ დაარღვევს.

კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონის საკრებულოს „დემოკრატი“ წევრები შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად პარტიის ყრილობას ელოდებიან.