ირაკლი ალასანია გედევან ფოფხაძეს ხვდება

ირაკლი ალასანია გედევან ფოფხაძეს ხვდება

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შეხვედრა სასტუმრო „თბილისის მარიოტში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე თავდაცვის ყოფილ მინისტრის ირაკლი ალასანიას კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ცნობილია, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დეპუტატები თენგიზ ჯაფარიძე და გელა სამხარაული რჩებიან. რა გადაწყვეტილებას მიიღებს გედევან ფოფხაძე, ამ დრომდე უცნობია.

როგორც ფოფხაძემ „პირWელს“ განუცხადა, მას პირადი პრობლემები აქვს, რომელსაც პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო, თუმცა ჯერჯერობით „თავისუფალი დემოკრატების“ წევრად რჩება.