პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კომიტეტში არავითარი კონსულტაციები არ გამართულა.
როგორც თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ურიგო არ იქნებოდა, პარლამენტთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან კონსულტაციები ყოფილიყო.
ამასთან, თედო ჯაფარიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგარეო უწყებისმ ხელმძღვანელის პოსტზე ერთ-ერთი ვერსიად მისი კანდიდატურა განიხილება.
როგორც თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, მასთან ამის შესახებ არავითარი საუბარი არ ყოფილა.