საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვაკანტურ პოსტებზე მთავრობის მიერ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ განიხილება აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე.
მთავრობის სხდომის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემაც აღნიშნა, რომ დღეს იყო საუბარი კანდიდატურებზე, თუმცა ეს იყო ზოგადი საუბარი.
"ზოგადად ვისაუბრეთ კანდიდატებთან დაკავშირებით. კონკრეტული არაფერი ყოფილა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.