თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრს დავით ზურაბიშვილს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ალასანია პირადად ჩართული ყოფილიყო კორუფციულ სქემაში.
"ადამიანურად და ემოციურად, ამის არ მჯერა, თუნდაც, ეს რომ დადასტურდეს. თუ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ბრალეულობა ვერ დაამტკიცა, პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუ ისინი უდანაშაულოდ არიან დაპატიმრებული, არა მარტო უნდა გამოუშვან ციხიდან, არამედ კომპენსაციაც უნდა მიიღონ. ამიტომ, ყველა უნდა დაველოდოთ სასამართლოს. საქმესთან დაკავშირებით, წინასწარი სპეკულაციები არავის მხრიდან იქნება სწორი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, არ შეიძლება პრემიერი-მინისტრი მხარის როლში გამოდიოდეს და დანაშაულის დამტკიცების ტვირთი პროკურატურაზეა.