ვაკის საცურაო აუზის სარდაფში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია „რეპორტიორს" საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში (112) დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ცეცხლი ვაკის საცურაო აუზის სარდაფში თბოიზოლაციის კაბელებს გაუჩნდა. ხანძარი 60 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე 9 სახანძრო მანქანა და ორი სამაშველო ბრიგადა იმყოფება.