სახალხო დამცველის ოფისთან მოქალაქე თავის დაწვით იმუქრება

სახალხო დამცველის ოფისთან მოქალაქე თავის დაწვით იმუქრება

თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან მოქალაქე ალექსანდრე ხვედელიძე თავის დაწვით იმუქრება. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსს" თავად განუცხადა. 

ალექსანდრე ხვედელიძე აცხადებს, რომ სამართალი ვერ იპოვა და თავის დაწვის გარდა არაფერი დარჩენია. 

არსებული ინფორმაციით, 2013 წლის ნოემბერში ხაშურში, 21 წლის გიგი ხვედელიძე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულ ხვედელიძეების მეზობელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქა. 

გარდაცვლილის მამის პროტესტის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ამასთან, ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში სხვა პირებიც არიან დამნაშავეები, რომლებიც ამ დრომდე არ დასჯილან.