კოალიცია ქართული ოცნებიდან ალასანიას გუნდის წასვლის შემდეგ სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ პარლამენტის სპიკერატში შესაძლოა ცვლილება განხორციელდეს და თავისუფალი დემოკრატების კვოტით სპიკერატში ვიცე სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ თანამდებობა დატოვოს იმის გათვალისწინებით, რომ ის თავის დროზე ამ პოსტზე უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული და ამავე უმრავლესობას მისი გაწვევა შეუძლია.
მასთან ერთად შესაძლოა თანამდებობები ალასანიას გუნდის იმ წევრებმა დაკარგონ, რომლებიც საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები არიან. როგორც ზურაბ აბაშიძემ კოალიციის დატოვების დღეს განაცხადა თავისუფალი დემოკრატები საპარლამენტო პოსტების დათმობას არ აპირებენ, რომ მათ ეს საბოტაჟში არ ჩაეთვალოთ, თუმცა ქართული ოცნების უმრავლესობაში არაოფიციალურად უკვე საუბრობენ, რომ ალასანიას მეგობრებს საპარლამენტო თანამდებობებს დაატოვებინებენ. ამ ინფორმაციების პარალელურად ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფალ დემოკრატებამდე უმრავლესობიდან სკანდალურად წასულმა ბათუმის მაჟორიტარმა მურმან დუმბაძემ შესაძლოა ვიცე სპიკერის პოსტი დაკარგოს და ის ხულოს მაჟორიტარმა და ყოფილმა ნაციონალმა ანზორ ბოლქვაძემ ჩაანაცვლოს. როგორც პარლამენტში ამბობენ ბოლქვაძე ვიცე სპიკერის პოსტს უმრავლესობის მხარდაჭერის სანაცვლოდ ითხოვს. პირველი რადიო შეეცადა ზურაბ აბაშიძესთან და ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებას, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს
318
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85