რა სიურპრიზს უმზადებს პრემიერ მინისტრი ყოფილ თანაგუნდელს ალასანიას - ეს შეკითხვა ახლა ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთვარი ინტრიგაა, თუმცა მოლოდინი ყველას ერთი აქვს - ახალი სკანდალური სამქეები თავდაცვის სამინისტროს მუშასობაზე, რომელიც ალასნიას მინისტრობის პერიდოდს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით „კაბელების“ და „კვების“ საქმეებს შესაძლოა სხვა ტენდერების საქმეებიც დაემატოს.
„პირველი რადიოს“ ინფორმაციით ბადაშვილის უწყება ალასანიას მინისტრობის პერიოდში სამინისტროს მიერ ჩატარებულ თხუთმეტამდე ტენდერის კანონიერებას სწავლობს. სულ სამინისტროს გასულ წელს ათასზე მეტი კონტრაქტი აქვს გაფორმებულ სხვადასხვა კომპანიასთან, რომელთა საერთო ღირებულება 167 მილიონ ლარზე მეტია. „პირველი რადიოს“ ინფორმაციით პროკურატურის ძიების ერთ-ერთი მიმართულება ის არის რამდენად არიან კავშირში ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ყოფილ მინისტრთან, სამინისტროს მაღალჩინოსნებთან და ალასანიას სამეგობროსა და გარემოცვასთან. არსებობს ინფორმაცია რომ პროკურატურა განსაკუთრებით იმ სამშენებლო კომპანიების საქმიანობით და სამინისტროსთან ურთიერთობით დაინტერესდნენ, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზების სარემონტო სამუშაოების ტენდერები მოიგეს. ამის პარალელურად გამომძიებლები სამინისტროს მიერ საწვავის შეძენის კანონიერებასაც იკვლევენ. ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ე.წ. „კვების საქმეში“ ახალი დეტალები გახდეს ცნობილი.
299
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85