მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ტრადიციულად 09:00 საათზე დაიწყო.
დღის წესრიგის მიხედვით, მინისტრები დღეს 18 საკითხს განიხილავენ, მათ შორის 9 საკითხს სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გაიტანს. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის დამტკიცებას შეეხება.
სხდომის დაწყებამდე არც ერთ მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.