იანოშ ჰერმანი - ვერ ვხედავ საფრთხეებს და მწამს საქართველოს ევროპული ორიენტირის

იანოშ ჰერმანი - ვერ ვხედავ საფრთხეებს და მწამს საქართველოს ევროპული ორიენტირის

მე ვერ ვხედავ საფრთხეებს და მწამს საქართველოს ევროპული ორიენტირის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანიმ განუცხადა.

"ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ მომავალზე და გავაგრძელოთ ქვეყნის დემოკრატიული შენება. საქართველოს აქვს საკმაოდ დეტალური დღის წესრიგი ევროკავშირთან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ხელისუფლებასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მისივე განმარტებით, აფასებს იმ ადამიანებთან ერთობლივ მუშაობას, რომლებმაც მთავრობა დატოვეს. "ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი და მიმართულება და ხელისუფლებასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს დღის წესრიგი შესრულდეს", - აღნიშნა იანოშ ჰერმანიმ.