დავით ზურაბიშვილი: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის ცვლა ნამდვილად არ გვემუქრება

დავით ზურაბიშვილი: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის ცვლა ნამდვილად არ გვემუქრება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების" წევრმა დავით ზურაბიშვილმა „რეპორტიორთან"საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები და მთავრობის ცვლა არ ემუქრება. იგი მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის საფრთხესაც გამორიცხავს.

„რესპუბლიკურმა პარტიამ, პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარემაც დღეს განაცხადეს რომ „თავისუფალი დემოკრატების" წასვლა არის დანაკლისი, ჩვენ სამი წელი და უფრო მეტი ხნის განმავლობაში ვიყავით თანამებრძოლები, მანამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში, მიმაჩნია, რომ მათი წასვლა არ იყო კარგი ამბავი.

თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროინტეგრაციის მინისტრი თავის საქმეს უძღვებოდნენ,  ჩვენ მხოლოდ  იმაში არ ვეთანხმებოდით, რომ ევროპული არჩევანი არ არის ერთი პარტიის პრეროგატივა, მაგრამ ის, რომ მათ თავიანთი წვლილი მიუძღვით ამ საქმეში, ეს ცხადზე უცხადესია.

კრიზისს რაც შეეხება, ჯერჯერობით ასეთი კრიზისის საფრთხე არ არის, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის ცვლა ნამდვილად  არ გვემუქრება. ის, რაც მოხდა დაადებითად ვერ შეფასდება ვერც საგარეო პოლიტიკური გადმოსახედიდან და ვერც შიდაპოლიტიკურ დონეზე. კარგი იყო, ეს არ მომხდარიყო", - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში.