უკრაინის ქალაქ უჟგოროდში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქალაქის მცხოვრებლების ავტომანქანებს აყაჩაღებდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
დამნაშავეები სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით აღებდნენ ავტომანქანებს და სალონიდან მფლობელების პირად ნივთებსა და თანხებს იპარავდნენ.
დაკავებულების ასაკი 37-დან 45 წლამდეა. ისინი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ, მათ შორის კიევსა და ლუგანსკში.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქართველი "გასტროლიორი ქურდების" მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილებაზე მსჯელობენ.
ამ დროისთვის მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამი ეპიზოდი განიხილება, რაც მთლიანობაში, 17 ათასი გრივნის მოპარვას ეხება.