მიხეილ გორბაჩოვი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს

მიხეილ გორბაჩოვი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს

საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის განცხადებით, შეცდომა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს იქნა დაშვებული, ყირიმის ბედი სწორედ მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო.

"მართალია, ეს მარტივი არ არის, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს რეალობა და უნდა აღიქვას ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილი", - განაცხადა გორბაჩოვმა.

მისივე თქმით, 1954 წელს, როდესაც ის 23 წლის იყო, უკრაინისთვის ყირიმის გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდა.