ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, თამარ ბერუჩაშვილი დაიკავებს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დარჩენილიყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სწორედ სახელმწიფო მინისტრობაზე მიღებულ შეთავაზებას ეხება.
დღეს ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ბერუჩაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა აღნიშნული მან არ დაადასტურა.