დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, თუ უმრავლესობას დახმარება დასჭირდება, ის ამას განიხილავს. როგორც ოქრიაშვილმა განმარტა, ასეთი შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა.
„ასეთ შემოთავაზებას არ ველოდები, იმიტომ, რომ უმრავლესობა არის და თუ შემოთავაზება იქნება, ნებისმიერ საკითხს განვიხილავთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, უპარტიო მაჟორიტარები და ჩვენთვის დამოუკიდებლობა ძალიან ძვირფასია“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის დაშლა მისთვის სამწუხაროა.