"თავისუფალი დემოკრატების" გასვლა კოალიციას ძალიან დააზარალებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა რადიო "პალიტრას" გადაცემა "პროვოკატორში" განაცხადა. მისი თქმით, კოალიციას გამოაკლდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო კვალიფიციური, წესიერი და საქართველოს პატრიოტების გუნდი.
"კოალიციამ მივიღეთ ძალიან ძლიერი კრიზისი, რადგან კოალიციას გამოაკლდა დამფუძნებელი პარტნიორები, ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული გუნდი, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი. ეს ჩვენ პოლიტიკურად ძალიან დაგვაზარალებს, რადგან კოალიციას გამოაკლდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო კვალიფიციური, წესიერი, ჩვენი ქვეყნის პატრიოტების გუნდი", - განაცხადა ხიდაშელმა.