საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა

საქართველოს ხვალ, ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიიარტო ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პეტერ სიჟიარტო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.

პიტერ სიიარტო ასევე შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან თამარ ბერუჩაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორილს.