შეთანხმების აფხაზურ ვარიანტში რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება ამოღებულია

შეთანხმების აფხაზურ ვარიანტში რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება ამოღებულია

აფხაზეთში რუსეთთან შეთანხმების პროექტზე მსჯელობა დასრულდა, რომელიც რუსული მხარის მიერ არის მომზადებული. უახლოეს დღეებში კი აფხაზური მხარე რუსეთს შეთანხმების საკუთარ ვარიანტს წარუდგენს, რომელიც რუსულისგან იმით განსხვავდება, რომ ამოღებულია პუნქტი რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ.

არაოფიციალური ინფორმაციით კი, შეთანხმების აფხაზური ვარიანტი უკვე რუსეთშია გაგზავნილი. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა "აპსნი.რუ" წერს.

სოხუმელი პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი აცხადებს, რომ შეთანხმების აფხაზური ვარიანტი ბოლომდე მზად არ არის. მისი თქმით, მასზე ორი ინსტიტუტი - ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და დეფაქტო პარლამენტი მუშაობდნენ. პოლიტოლოგის თქმით, მასთან დაკავშირებით აფხაზეთში საერთო აზრი არ არსებობს.