უკრაინის ბიზნეს ომბუდსმენად შესაძლოა, ნიკა გილაური დაინიშნოს

უკრაინის ბიზნეს ომბუდსმენად შესაძლოა, ნიკა გილაური დაინიშნოს

უკრაინის ბიზნეს ომბუდსმენის პოსტზე ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურია. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაცით თანახმად,  რამდენიმე კვირის წინ გილაური კიევში იმყოფებოდა და აღნიშნული საკითხის განსახილველად მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

უკრაინული მედია კიდევ ერთ კანდიდატად აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს ასახელებს და აქვე აღნიშნავს, რომ ორივე კანდიდატს კახა ბენდუქიძე უჭერს მხარს.

უკრაინის მთავრობისგან ბიზნეს ომბუდსმენის დანიშვნას რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი ითხოვს. როგორც უკრაინელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინის ბიზნეს ომბუდსმენად უცხოელი დაინიშნოს.