ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ახალი აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის ინიციატივით, 2015 წელს "აბრეშუმის გზის ფორუმის" შექმნა იგეგმება, რომლის ფარგლებში, საქართველოში ყოველწლიურად, აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აბრეშუმის გზის პირველი ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებზეც იმსჯელეს.