საქართველოს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ესტუმრება

საქართველოს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ესტუმრება

თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი 2 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ვიზიტის პირველ დღეს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ძველ თბილისს მოინახულებს, 3 ნოემბერს კი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

3 ნოემბერს, ჯემილ ჩიჩექი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ესტუმრება, მანამდე კი დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ქალაქ მცხეთის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებს.

ვიზიტის მესამე დღეს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისში შეხვედრას გამართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან, რის შემდეგაც გამგზვრება ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის კონსულის რეზიდენციაში.

ჯემილ ჩიჩექი ვიზიტის ფარგლებში ბათუმის მეჩეთს ეწვევა, მანამდე კი ბათუმის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.