აფხაზეთის მოსახლეობას არ ჰყავს იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, აფხაზეთზე იფიქრებდა

აფხაზეთის მოსახლეობას არ ჰყავს იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, აფხაზეთზე იფიქრებდა

აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას არ ჰყავს იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში აფხაზეთზე იფიქრებდა და მერე რუსეთის დავალებებს შეასრულებდა, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. ხელშეკრულების საკითხის კომენტირებისას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის დროს კარგად გამოზომილი და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა მართებს.

"ძალიან კარგად გამოზომილი და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, არ არის სწორი იმ ტიპის დემარშები რომ აღარ დაველაპარაკებით კარასინს, აღარ გავაგზავნით ქართულ ღვინოს რუსეთში და ეს იქნება ბერკეტი რის გამოც რუსეთი თავს შეიკავებს ? ეს არ იქნება ბერკეტი. ბერკეტი არის სხვა. ის გადაწყვეტილების მიმღები პირები, ვისაც დღეს აქვთ ასე თუ ისე გავლენა რუსეთზე და მის ხელმძღვანელობაზე, მათი მეშვეობით უნდა მოხდეს ამ პროცესების მართვა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უარესისთვისაც, რადგან ფაქტია, რომ აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას არ ჰყავს იმ ტიპის ხელისუფლება რომელიც პირველ რიგში აფხაზეთზე იფიქრებდა და მერე რუსეთის დავალებებს შეასრულებდა. "იქ ცოტა სხვა ვითარებაა და ამიტომაც ამისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.