წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ხვალ სახალხო დღესასწაული გაიმართება

წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ხვალ სახალხო დღესასწაული გაიმართება

წმინდა ბერი გაბრიელ სალოსის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისნის რაიონში, ნავთლუღის ტერიტორიაზე, ხვალ საერთო სახალხო დღესასწაული გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკვირაო ლიტურგიის შემდეგ, 11:30 საათზე წმ.იოანე მხედრის (დოდაშვილის მოედანი I), წმ.ბარბარეს (ბ.ხმელნიცკის II) და წმ. გიორგის (ბ.ხმელნიცკის N181) სახელობის ტაძრებიდან სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით მოეწყობა მსვლელობა წულაძის ქუჩის N23 ნომრისაკენ, სადაც საფუძველი ჩაეყრება ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის ეკლესიის მშენებლობას.

დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ინიციატივით, საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით, ქ. თბილისის მერიის, საკრებულოს და ისნის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან, ისნის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ნეფარიძესთან და საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად დაესწრება.