ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებას პოლიტიკური იარლიყი მიაწება

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებას პოლიტიკური იარლიყი მიაწება

ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებას პოლიტიკური იარლიყი მიაწება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განმარტებით, ეს ძალიან შორსაა რეალობისგან. "ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, და ვწუხვარ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და მედიის წარმომადგენელმა ამ თემას გარკვეული პოლიტიკური იარლიყი მიაწება. ეს ძალიან შორისაა რეალობისგან", - განაცხადა საგანელიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ იმას, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაუსვეს თუ არა თავდაცვის მინისტრს შეკითხვები ე.წ. კაბელების საქმესთან მიმართებაში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, სხდომის მონაწილეები დაინტერესდნენ, რამდენად იყო მინისტრი აღნიშნული საქმის კურსში.

"ჩვენ და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრს გვაინტერესებდა, რამდენად იყო ირაკლი ალასანია დეტალების საქმის კურსში. თავდაცვის მინისტრმა მოგვაწოდა ბევრი ინფორმაცია, ბევრი დეტალი. მან, რა თქმა უნდა, იცის, მაგრამ არის თემები და ნიუანსები, რაც ბუნებრივია, არ ეცოდინება მინისტრს. ასე, რომ ამ საკითხის დეტალური განხილვა კოალიციის ფარგლებში არ მომხდარა. შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ გამოძიებას მივცემთ საშუალებას, საქმის ყველა დეტალი იქნას შესწავლილი", - აღნიშნა საგანელიძემ.