დარწმუნებული ვარ, თავდაცვის მინისტრს არანაირი შეცდომა არ აქვს

დარწმუნებული ვარ, თავდაცვის მინისტრს არანაირი შეცდომა არ აქვს

მინდა გვერდში დგომა აღვუთქვა ირაკლი ალასანიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასასწრებად "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მივიდა.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, პირადად მას ალასანიასთან არანაირი შეკითხვა არ აქვს.

"პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრება ირაკლი ალასანია და ძალიან კარგია, რომ დაესწრება. მე მასთან არანაირი კითხვა არ მაქვს, მინდა, მას გვერდში დგომა აღვუთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრს პირადად არანაირი შეცდომა არ აქვს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს, დეპუტატის განმარტებით, საუბარი ყველა მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენას შეეხება.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა ამ წუთებში იწყება.