იძულებული ვარ ვთქვა, რომ მეც მხარს ვუჭერ პრეზიდენტის წინადადების მიღებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომელიც ე.წ. გასაღების საკითხის გადავადების ინიციატორია.
პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერის მიუხედავად, შავგულიძე აცხადებს, რომ იმ კანონის "რაღაც კონდიციამდე გამოსასწორებლად", რომელიც პარლამენტმა გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნის შესაბამისად, 1-ელ დეკემბრამდე უნდა მიიღოს, "მრავალი ცვლილების შეტანა" მოუწევთ.
"ამ ვადაში ჩვენ კარგ კანონს ვერ მივიღებთ, მაგრამ ვეტო რომც დაიძლიოს, შემდგომ ახალი კანონის ინიცირებას, მასზე დადებული ვეტოს დაძლევას უფრო მეტი დრო დასჭირდება. თამაშ-თამაშით დიდხანს გაგრძელდება ამ სფეროს რეგულირების ვაკუუმი, რაც სერიოზულ საფრთხე შეუქმნის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას. ამიტომ იძულებული ვარ, ვთქვა, რომ მეც მხარს ვუჭერ პრეზიდენტის წინადადების მიღებას. ჩვენ მივიღებთ არა კარგ კანონს, არამედ საკმაოდ დაუმუშავებენ კანონს მხოლოდ იმ მიზნით, რომ საკანონმდებლო ვაკუუმი არ გავაჩინოთ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის რეგულირებაში. წინასწარ ვაცხადებ, შემდგომში ჩვენ მოგვიწევს მრავალი ცვლილების შეტანა, რომ 1-ელ დეკემბრამდე მიღებული ცუდი კანონი რაღაც კონდიციამდე გამოვასწოროთ. მე წინასწარ მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ კარგ კანონს ვერ მივიღებთ", - განაცხადა შავგულიძემ.
იურიდიულმა კომიტეტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან მიმართებაში პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა.