საპარლამენტო უმრავლესობა პრინციპულად არ აპირებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
საზოგადოებისთვsის ნათელი რომ იყოს, ვეტოს დაძლევა გამოიწვევს სამართლებრივ ვაკუუმს, რაც ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკების შემცელია. ჩვენ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ პრეზიდენტი მაშინვე დაეთანხმება ამ გადაწყვეტელებას და პროცესი დროში კიდევ არ გადაიწევს.
გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით აღებული ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას, სრულიად გაუმრთლებელია გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა სახელმწიფოს სპეციალური სამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს.
პრეზიდენტს ჰქონდა მუდმივი კონსულტაციები და შეხვედრები იმ საპარლამენტო ჯგუფთან, ვინც ამ კანონზე მუშაობდა. აქამდე ჩვენ არ მიგვიღია პრეზიდენტის არცერთი შენიშვნა კანონის ვადებთან დაკავშრებით, მან ეს კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით გამოთქვა. ფორსმაჟორში ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებას სჯობდა პარლამენტს მისცემოდა მეტი დრო მის მოსამზადებლად.
ჩვენთვის კოალიცია ქართული ოცნებისთვის წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით არსებული ყველა საკითხი, მითუმეტეს კანონი, რომელმაც მომავალში უნდა დაარეგულიროს ეს თემა. ამის დასტურია თუნდაც ის ფართო განხილვები რომელიც წინ უძღოდა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტზე მუშაობას, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ამ კანონზე დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოება. ქვეყნის უსაფრთხოებაზე კი არა მხოლოდ სიტყვებით, ან ვეტოს უფლებით, არამედ საქმით არის პასუხისმგებელი მთავრობა.
სწორედ იმიტომ, ჩვენ 1 დეკემბრამდე შევიმუშავებთ ახალ კანონს.