ლევან ბეჟაშვილსა და გიგა ბუკიას შორის დაპირისპირება მოხდა

ლევან ბეჟაშვილსა და გიგა ბუკიას შორის დაპირისპირება მოხდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლევან ბეჟაშვილსა და გიგა ბუკიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი გიგა ბუკიას სხდომაზე გამოსვლას მოჰყვა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდსა და ამ დროს განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობდა.

ბეჟაშვილმა უმრავლესობის დეპუტატის გამოსვლა გააპროტესტა, რის შემდეგაც ბუკიამ ბეჟაშვილს მოუწოდა- "ნუ უზრდელობ", რასაც ლევან ბეჟაშვილი შემდეგნაირად გამოეხმაურა- "წესიერად ილაპარაკე, თავში არ აგივარდეს".

ინციდენტის აღმოსაფხვრელად კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ მანდატურებს დეპუტატების გაჩუმება სთხოვა