პრეზიდენტის შეფასებით კანონპროექტის მისაღებად ერთთვიანი ვადა საკმარისია

პრეზიდენტის შეფასებით კანონპროექტის მისაღებად ერთთვიანი ვადა საკმარისია

პრეზიდენტის შეფასებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ფარული მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით კანონპროექტის ერთ თვეში მიღება და ამოქმედება საკმარისი ვადაა.

გიორგი მარგველაშვილის სახელით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო წინადადებას აცნობს.

როგორც კვერენჩხილაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პროცესი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო, მასთან დაკავშირებით არსებობს სრული საზოგადოებრივი კონსესუსი და შესაბამისი კანონის 1 დეკემბრამდე მიღება და გონივრულ ვადაში ამოქმედება, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია.

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ვადა, რომელიც მოსმენების ე.წ. გასაღების კანონპროექტის დამტკიცებასთან და ასევე შსს-ს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ხვალ იწურება, გაგრძელდეს 1-ელ დეკემბრამდე და არა 28 თებერვლამდე.