პოროშენკომ საკუთარ თანაპარტიელებს პრემიერის პოსტზე არსენი იაცენუკის კანდიდატურის მხარდაჭერა შესთავაზა

პოროშენკომ საკუთარ თანაპარტიელებს პრემიერის პოსტზე არსენი იაცენუკის კანდიდატურის მხარდაჭერა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საკუთარ საარჩევნო ბლოკს პრემიერ-მინისტრის პოსტზე არსენი იაცენუკის კანდიდატურის მხარდაჭერა შესთავაზა.

"ინტერფაქს-უკრაინას" ცნობით, დეპუტატ მუსტაფა ნაიემზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული ინიციატივით პრეზიდენტი დღეს "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" სხდომაზე გამოვიდა.

"პეტრო პოროშენკომ ფრაქციას შემოგვთავაზა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე არსენი იაცენუკის კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი", - განაცხადა ნაიემმა.

უკრაინის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ არსენი იაცენუკის "ეროვნულმა ფრონტმა" გაიმარჯვა.