ნატო-ს შტაბბინაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი განიხილეს

ნატო-ს შტაბბინაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი განიხილეს

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე რუსეთის მიერ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის შეთავაზებულ ე.წ. შეთანხმებაზე იმსჯელეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ წარდგენა განიხილეს. 

ქართულმა მხარემ ალიანსს შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოკავშირეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.