პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ პროექტზე, რომელიც ფარულ მოსმენებს უკავშირდება და რომელიც შენიშვნებით პარლამენტს უკვე დაუბრუნდა , დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
როგორც უმრავლესობის წევრმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტს საკმაოდ საინტერესო შენიშვნები აქვს და ამაზე მსჯელობა კომიტეტზე იქნება.
,,პრეზიდენტის შენიშვნები უკვე შემოვიდა კანონთან დაკავშირებით და ამასთან მიმართებაში უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე. ფრაქციას კომიტეტზე მე წარმოვადგენ. გავეცნობით ამ შენიშვნების არსს და მნიშვნელობას. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებასაც. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს საინტერესო შენიშვნები აქვს კანონთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.