შვეიცარიის საელჩო:    შვეიცარიას აქვს სრული ნდობა ირაკლი ალასანიას საქმიანობისადმი

შვეიცარიის საელჩო: შვეიცარიას აქვს სრული ნდობა ირაკლი ალასანიას საქმიანობისადმი

საქართველოში შვეიცარიის საელჩო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო მიიჩნევს, რომ მომხდარი შემთხვევის გამოძიება უმაღლესი სტანდარტების მიხედვით უნდა წარიმართოს.

"შვეიცარიას აქვს სრული ნდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საქმიანობისადმი და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მზა არის, კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომელიც უკავშირდება საჯარო ფინანსების სავარაუდო გაფლანგვას",-აღნიშნუალია საელჩოს განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, საქართველო და შვეიცარია მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა ხელი შეუწყონ ადამიანთა უფლებების დაცვას, დემოკრატიულ და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყანაში მშვიდობასა და მის უსაფრთხოებას.

"პოლიტიკური სტაბილურობა და კორუფციასთან ბრძოლა საზოგადოების ყველა დონეზე და ყველა სფეროში არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შვეიცარია მიესალმება სანდო და სარწმუნო გამოძიებას, რომელიც უკავშირდება სავარაუდო კორუფციასა და საჯარო ფინანსების გაფლანგვას. ასეთი გამოძიებები, ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სრულად განჭვირვალე, დაფუძნებული ჯანსაღ პროცესზე. ის უნდა ექვემდებარებოდეს სამართლის ნორმებს და უნდა წარიმართოს უმაღლესი სტანდარტებთან შესაბამისობაში უფლებამოსილებების დაყოფის თვალსაზრისით. შვეიცარიას აქვს სრული ნდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საქმიანობის მიმართ და ღრმად არის დარწმუნებული, რომ მისი გუნდი შეძლებს ნაყოფიერად და კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს განცხადებაში.