პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში უკვე შევიდა

პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში უკვე შევიდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონზე ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტის შენიშვნები აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით უკვე შესულია პარლამენტში და ის ძირითადად ვადებს უკავშირდება.

,,პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები გამოიყენა და გუშინ მიღებულ კანონს ფარულ მოსმენებთან დაკავირებით ვეტო დაადო. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი მიუთითებს ხოლმე მიზეზებს თუ რას არ ეთანხმება ის. დოკუმენტი მცირე ხნის წინ შემოვიდა პარლამენტში და ის აუცილებლად დაურიგდება დეპუტატებს. Pპრეზიდენტის შენიშვნა ძირითადად უკავშირდება გადავადების საკითხს, რადგან მას ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.